შპს “ოზ მაშინა კავკასუს” 2018 წლიდან აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს დაზგა-დანადგარების იმპორტისა და რეალიზაციის ლიდერ კომპანიას. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის დანადგარების მიწოდება, რომლებიც უზრუნველყოფს ინდუსტრიული პროცესების ოპტიმიზაციას, წარმოების ეფექტიანობის გაზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას.
კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უახლესი მოდელები და ინოვაციური გადაწყვეტილებები. “ოზ მაშინა კავკასუსის” გუნდი ყოველთვის მზადაა კვალიფიციური კონსულტაციისთვის, რათა მომხმარებელმა შეძლოს მისი საქმიანობისთვის იდეალური დანადგარის შერჩევა.
კომპანიის მიზანია ქართულ ბაზარზე გახდეს ყველაზე ძლიერი იმპორტიორი.
თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში და კავკასიის რეგიონში.
“ოზ მაშინა კავკასუსი” ისწრაფვის, იყოს რეგიონის წამყვანი კომპანია ინდუსტრიული დაზგა-დანადგარების სფეროში, რომელიც არა მხოლოდ მიაწვდის პროდუქციას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის საწარმოო სექტორის განვითარებას და მეწარმეთა გაძლიერებას.
სერვისები
დაზგა დანადგარების გაყიდვა
“ოზ მაშინა კავკასუსი” გთავაზობთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე დაზგა-დანადგარების ფართო არჩევანს, რომლებიც დამზადებულია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიერ. ჩვენი გუნდი გეხმარებათ თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული დანადგარების შერჩევაში, რაც უზრუნველყოფს თქვენს ბიზნესში მაქსიმალურ ეფექტიანობასა და წარმოების ზრდას.
დაზგებით ვაჭრობა, დამონტაჟება და რემონტი
გარდა გაყიდვისა, “ოზ მაშინა კავკასუსი” უზრუნველყოფს დაზგა-დანადგარების პროფესიონალურ დამონტაჟებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და სარემონტო მომსახურებას. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები გარანტიას გაძლევენ ხარისხიან მომსახურებაზე, რაც ხელს უწყობს თქვენი დანადგარების ხანგრძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.